რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომობილი გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა აკუმულატორები და სხვა ნაწილები წაიღეს.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.