მერიაში შტატები მცირდება ხელფასი იზრდება

2018-12-04 18:07:03

რუსთავის მერიაში საშტატო ერთეულებს  ხელფასი ეზრდებათ.

სახელფასო ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და ეთიკის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

არსებული ინფორმაციით, მერიაში გაუქმდა 4 შტატი. გაუქმებულ პოზიციებზე დასაქმებულთა საერთო ანაზღაურება 3600 ლარს შეადგენს.აღნიშნული თანხა მერიაში სხვა პოზიციებზე დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებაზე გადანაწილდება.

"კომისიის ფარგლებში დღეს განვიხილეთ იმ ეკონომიის გადანაწილება, რომელიც ოთხი საშტატო ერთეულის გაუქმებით იქნა განპირობებული და წარმოადგინა 3600 ლარი. აღნიშნული თანხა გადავანაწილეთ 23 საშტატო ერთეულზე. "- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საკრებულოს წევრმა ამირან ჯანჯღავამ