გრიგოლ ვაშაძე რუსთავში

2018-12-04 15:45:43

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი- გრიგოლ ვაშაძე რუსთაველ მხარდამჭერებს შეხვდა.
 ამომრჩეველთან შეხვედრისას პრეზიდენტობის კანდიდატმა  სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"უპირველეს ყოვლისა რუსთავში ვიმყოფებით იმიტომ, რომ მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს , რომლებმაც არნახული გმირობა გამოიჩინეს მიუხედავად დაშინებისა და კიდევ გაგვამარჯვებინეს მეორე ტურში, გარდა ამისა, ყველა ჩვენს მხარდამჭერს აინტერესებს თუ როგორ ვაგრძელებთ საპროტესტო მოძრაობას. შეხვედრაზე ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით და ხალხის ხმაც მოვისმინეთ. " -აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა-გრიგოლ ვაშაძემ
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების მეორე ტური რუსთავსა და თელავში მოიგო.