2018-12-03 12:58:13
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის წინ გატაცებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის სამძებრო სამუშაოებს გორის კულტურისა და დასვენების პარკში აგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ , შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელი მიუთითა.
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამძებრო სამუშაოები 16 ნოემბერს დაიწყო და დღეს განახლდა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის სხეულის სავარაუდო ადგილსამყოფელის ძებნა მას შემდეგ განახლდა, რაც 8 წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. 11 წლის მიჭი მშობლები მოზარდის გაუჩინარებას იაგო ნებიერიძეს უკავშირებენ.