რუსთავში, შარტავას გამზირზე 61 წლის ქალი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. [ვიდეო/video]
არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალი აბაზანაში ნახეს გარდაცვლილი.
მეზობლები “ინფო რუსთავთან” საუბრისას აცხადებენ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მის სახლში იმყოფებოდნენ რის შემდეგაც ბინაში დატოვეს. დაახლოებით 2 საათის შემდეგ მეზობლს კიდევ შეეხმიანენ თუმცა მან კარი არ გააღო, რის გამოც მათ 112-ში დარეკეს. მაშველები საცხოვრებელ ბინაში ზედა სართულიდან ჩავიდნენ, ბინა დაათვალიერეს და აბაზანაში გარდაცვლილი ქალი ნახეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით დაიწყო. ადგილზე პოლიციასთან და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად მობილიზებული იყო სოკარ გაზის ავარიული სამსახურიც.