"ბავშვი ამბობს ნეტა აქ არ დავბადებულიყავიო" [video]

2018-11-27 00:09:50

რუსთავის თეატრში გამართულ შეხვედრაზე, მოქალაქემ რამდენიმე უწყების ხელმძღვანელ პირს მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სტრიპტიზ კლუბის დახურვა სთხოვა. [ვიდეო/video]

შეხვედრაზე მოქალაქემ განაცხადა, რომ ხმაურის გამო მთელი ოჯახი შეწუხებულია და ღამე ძილს ვერ ახერხებს. მან რამდენჯერმე მიმართა მერიას, თუმცა პრობლემა მაინც მოუგვარებელია.

"სარდაფში სტრიპტიზ კლუბია გახსნილი, რამდენჯერაც ვუთხარით, რომ ხმისთვის დაეწიათ პირიქით უფრო აუწიეს. ძილი და მოსვენება არ გვაქვს საერთოდ. განცხადება მერიაში მაქვს შემოტანილი, დამპირდით, რომ განახორციელებდით რამეს, მაგრამ როდემდე უნდა ველოდო? ეს ერთ კვირა საერთოდ არ გვძინებია ოჯახს", - აცხადებს მესხიშვილის ქუჩაზე მცხოვრები.

მოქალაქეს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავაშირებით აუცილებლად მოხდება რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის თეატრში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები, რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.