"პატრიოტთა ალიანსის" აქცია

2018-11-25 14:21:16

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები და მხარდამჭერები, რუსთავში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. პარტიის წევრები აპროტესტებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხეისუფლებაში არ დაბრუნდეს.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა, მოახდინეს საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება და თავისუფლების მოედანზე აქცას უნდა შეუერთდნენ.

"ინფო რუსთავთან" "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა თორნიკე არევაძემ, განაცხადა, რომ:

"დღეს თავისუფლების მოედანზე 3 საათზე გვაქვს დიდი აქცია, ეს არის არა ნაციონალებს, არა მიშას, არა ბოკერიას. კარგად გვახსოვს ჩვენ სისხლისმსმელი რეჟიმის მიერ ჩადენილი ის დანაშაულთა ნუსხა და არანაირად არ დაუშვებს "პატრიოტთა ალიანსი" , რომ "ნაციონალური მოძრაობა" მობრუნდეს კვლავ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები უნდა იყვნენ გასამართლებულები და საკუთარი დანაშაულების გამო დასჯილები. ამიტომ რუსთავის ორგანიზაცია აქტიურად ვუერთდებით ამ შეკრებას, ვახდენთ ჩვენი მხარდამჭერების და აქტივისტების მობილიზებას, რათა მივიღოთ ამ დიდ აქციაში მონაწილეობა. "პატრიოტთა ალიანსს' აქვს თავისი პროგრამა, არანაირად არ არის "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. "პატრიოტთა ალიანსი" აპროტესტებს, რომ არ მოვიდეს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა", აქედან გამომდინარე დღევანდელ პირობებში, მეორე ტურია და მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობა" და "ქართულ ოცნება" არის დარჩენილი რა თქმა უნდა "ქართულ ოცნებას" დავუჭერთ მხარს".