"მე ვიცავ თავისუფლებას"

2018-11-24 16:53:50

რუსთავში, პროფესიულ თეატრში, სახალხო მოძრაობის "მე ვიცავ თავისუფლებას" შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სახალხო მოძრაობის სხვადასხვა წევრი. სიტყვით გამომსვლელები მიმართავდნენ საზოგადოებას გაეხსენებინათ, 9 წლიანი ბოროტების პერიოდი და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება.

მათივე თქმით, მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას" სპონტანურად შეიქმნა და არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს თავის საქმიანობას.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვნახეთ და მთელი საქართველო მოვიარეთ, ეს არის ხალხის განწყობა და ცალსახა აზრი, რომ არავითარ შემთხვევაში, ეს ბნელები, ეს რუსეთის მოციქლები საქართველოში ვერ გამეფდებიან და ვერცერთ სახელისუფლებო შტოს ვერ დაეუფლებიან, ეს არის ცალსახა ხალხის განწყობა, ეს არის ხალხის იმედი და ხალხის მომავალი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე დიდი ენერგია, რომელიც მივიღეთ, მივიღეთ ამ ადამიანებისგან და დღეს იყო საოცარი დარბაზი ისევე, როგორც ყველა სხვა დარბაზი, სადაც ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები. ჩვენ ბათუმიდან მოვყევით და თელავამდე ჩავატარეთ შეხვედრები"-განაცხადა "მე ვიცავ თავისუფლებას" ერთერთმა წევრმა გოგა ხაინდრავამ.