გამწვანების მასშტაბური აქცია [photo]

2018-11-24 11:20:40

რუსთავში 700-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო.

საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეებმა, ქალაქის შემოსასვლელში 500 ძირი პავლონიას ჯიშის ხის ნერგი, 100 კიპარისი და 100 შავი ფიჭვი დარგეს.

გამწვანების აქციის ფარგლებში, 100 ძირი აკაციის ნერგი მე-6 მიკრორაიონშიც დაირგო.

ღონისძიება პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით განხორციელდა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნას.