რუსთავში, ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში სპორტსმენთა მხარდამჭერი ფონდის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. [ვიდეო/video]
ფონდის ორგანიზებით ვეტერანი და წარმატებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ. მცირე ცერემონიის შემდეგ "რუსთავის სპორტსმენთა თანადგომის ფონდი"-ს ხელმძღვანელმა ჯუბა გუჯაბიძემ პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით სპორტსმენებისთვის მიუღებელია საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხედულებები სპორტზე და სწორედ ამიტომ ისინი არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.