2019 წლის სახელფასო ბიუჯეტი

2018-11-23 09:29:28

რუსთავის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ბიუჯეტის განსაზღვრა მოხდა.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რამდენი იქნება სახელფასო ბიუჯეტი 2019 წელს, აღნიშნული კითხვით ჩვენ რუსთავის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს მივმართეთ.

"სახელფასო ბიუჯეტი ჯამში, ააიპ-ების გათვალისწინებით და მერიის სტრუქტურული ერთეულების ჩათვლით არის 13 000 000 ლარზე ოდნავ მეტი. ეს არის დაახლოებით 3000 ადამიანის წლიური ხელფასი", - განაცხადა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან კავთიაშვილმა.