ხმაური და კამათი იყო რუსთავში საკრებულოს დარბაზში ბიუროს სხდომაზე. [ვიდეო/video]
დაპირისპირება ქართული ოცნების ყოფილსა და მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს შორის რუსთავში ტერიტორიული გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების საკითხს მოჰყვა. საკითხი განსახილველად მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოიტანა. საუბარი იყო ზონალურ ცვლილებაზე, რა დროსაც რეკრეაციული ზონა უნდა გადაკეთებულიყო საქმიან ზონად.ა.
"მიტოვებული იყო 4 წლის განმავლობაში და თუ თქვენ რამის გაკეთება გინდოდათ ან სკვერის აშენება თქვენ შეგეძლოთ და აშენებულიყო რეკრეაცია და არ ყოფილიყო ავტოსადგომი", - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა დავით მაღლაკელიძესთან კამათის დროს.
"ჩემი მაჟორიტარობის და თავმჯდომარეობის პერიოდში რაც გაკეთდა თუ გინდათ მერე მაგაზე ცალკე ვილაპარაკოთ და მერე რა გაკეთდა ამ ერთ წელიწადში მოდი მერე ეგაც ვილაპარაკოთ", - უპასუხა მოქმედ თავმჯდომარეს ყოფილმა თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ.
ლევან ონიანმა მოგვიანებით უკვე მომხსენებლს მისცა შენიშვნა და საკითხის მოუმზადებლობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. დეტალები ნახეთ ვიდეოში.