"გამა"-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია

2018-11-22 17:56:29

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, რუსთავისა და ქვემო ქართლის მხატვართა გაერთიანება "გამა"-ს წევრთა ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.

ორენოვანი ალბომი ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების აქტიური მხარდაჭერით დაიბეჭდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები მხატვრების მიერ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილ ექსპოზიციას გაეცნენ.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.