რუსთავის #25 საჯარო სკოლაში ტანვარჯიშის დარბაზი გაიხსნა.
სპორტულ დარბაზს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და სავენტილაციო სისტემებით, გარემონტდა სველი წერტილები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 85 000 ათასი ლარი შეადგინა.
ტანვარჯიშის დარბაზის ესწრებოდნენ ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო კართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი,ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
"დღეს კიდევ ერთი სპორტული კომპლექსი გაიხსნა. მართლაც მნიშვნელოვანი სიახლეა ქალაქისთვის. ახლადგახსნილი სპროტული კომპლექსი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესს და მიხარია რომ ბევრი ბავშვი არის ჩართული."- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
"მე მივესალმები ყველას ვისაც უყვარს სპორტი და მათ შორის ტანვარჯიში. ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს გვქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონსულტაციები და დღეს უკვე რუსთაველებს ამ ობიექტის გახსნა მივულოცე. ფედერაციამ თავისი ძალებით შეიძინა დარბაზში არსებული ინვენტარი და ჩვენი თანამშრომლობა მომავლშიც აუცილებლად გაგრძელდება."- აცხადებს ჩვენთან საუბრისას საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაიის პრეზიდენტი კონსტანტინე ლაშხი