ტურნირი ფეხბურთის მოყვარულებისთვის.
ა(ა)იპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით მინი ფეხბურთში რუსთავის პირველობა მიმდინარეობდა. შეჯიბრში 18 წლიდან ზევით 10 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა 21-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს ფალიაშვილის ქუჩის და XXI მიკრორაიონის გუნდიები დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი ფალიაშვილის ქუჩის გუნდმა მოიპოვა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, თასები, სიგელები და ფასანი საჩუქრები გადაეცა.