რუსთავში, ლეონიძის სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ტერიტორიაზე სპორტული მოედნები, ველობილიკები და ბავშვთა გასართობი ადგილები მოეწყობა, ასევე გაკეთდება სკეიტ პარკი, საჩოგბურთო და ქუჩის კალათბურთის მოედნები, ახალგაზრდული და სპორტული სივრცეები.
პარკის ვიზუალური კონცეფცია რუსთაველმა არქიტექტორმა დავით გველესიანმა დააპროექტა.
სამუშაოები სავარაუდოდ 2019 წელს დაიწყება, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარი იქნება.
ნახეთ ესკიზები თუ როგორი იქნება მომავალში ლეონიძის პარკი. ვიდეოს სანახავად გადადით ამ ლინკზე - ნახეთ ვიდეო.