მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

2018-11-19 19:56:05

ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

"სხვა გზა არ გვაქვს, ისევ თქვენ თუ დაგვეხმარებით და მიაწვდენთ ვინმეს ხმას. ბარათაშვილის  ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა გზები გადათხრილია, გაუსაძლისია უკვე ეს მდგომარეობა განსაკუთებით წვიმის პერიოდში. ბავშვებს უჭირთ გადაადგილება, სადარბაზოებამდე მისვლა ტალახსა და წყლის გუბეების გავლით გვიწევს. ზამთარი ახლოვდება და არავინ ყურადღებას გვაქცევს. მოსახლეობა  დახმარებას ვითხოვთ."- აცხადებს "ინფო რუსთავთან" ქუჩის ერთ-ერთი მოსახლე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდა.
"ტერიტორიაზე შიდა კვარტალური გზების რეაბილიტაცია აპრილის თვეში დაიწყო, სამუშაოები  "რუსთავ წყალმა" უკვე ჩაატარა და რეაბილიტაციის პროცესი  ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს." - განაცხადა ჩვენთან საუბრისას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ

არათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს შპს "გზატკეცილი +" ახორციელებს, სულ პროექტისთვის 2 600 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა 20 დეკემბერია.