რუსთავში გარე განათების სიტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩებზე ძველი გარე განათების სანათები ახლით შეიცვალა.
აღნიშნულ ქუჩებზე ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები დამონტაჟდა.
ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი’" ახორციელებს. სამსახური აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.