რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა გადასასვლელები იხაზება.
ზებრა გადასასვლელი ამჯერად, ლეონიძის ქუჩის N24 -თან, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიხაზა.
სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები აწარმოებდნენ. შესრულებულ სამუშაოებს ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია გაეცნო.