ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-19 17:47:12

20 ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

16:00-დან 17:00 საათამდე ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში, მარის ახრის, მშენებელთა, ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.

11:00-დან 19:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 3456 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ლოქჭანდარი, მამიშლო, ოროზმანი, საჯა, უსეინქენდი, ორმაშენი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, სოვხოზნაია, თაზა მაჰალა, ნაგორნაია და მიმდებარე სოფლებში,

11:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წყლულეთი, პანტიანი, კვესეთი, ღვევი, პირველი შამთა, აბრამეთი და მიმდებარე სოფლებში,

12:00-დან 17:00 საათამდე  აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებშ დარბაზი, მუშევანი, ჭრეში, საბერეთი, იწრია და მიმდებარე სოფლებში,

14:35-დან 18:30 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებ სართიჭალაში,

15:30-დან 17:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა და მზიანეთი,

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.