რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე, სხვადასხვა შენობებსა და ავტობუსის გაჩერებებზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ამსახველი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.
"არ დაუშვა შენი ჯიბე ისევ დააცარიელოს მან", "ცალი კალოშიდან გამდიდრებამდე", "საკმარისია ვერ დაბრუნდებით" - ამ და სხვა შინაარსის პლაკატები რუსთავში წუხელ გააკრეს.
ნაციონალური მოძრაობის ერთერთი წევრი გიორგი მღებრიშვლი აცხადებს, რომ გარე სათვალთვალო კამერებში ჩანს თუ როგორ აკრავენ პლაკატებს რუსთავის მერიის თანამშრომლები.
რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან და მიმდინარეობს იმ პირების დადგენა ვინც აღნიშული ქმედება ჩაიდინა. სამსახურში ამბობენ, რომ თუ მოხდა იმ პირების იდენთიფიცირება ვინც ქალაქის ქუჩებში პლაკატები გააკრა 50 ლარით დაჯარიმდებიან.