რუსთავში, მე-14 მიკრორაიონში, დილის საათებში, საცხოვრებელი ბინის მე-5 სართულიდან 26 წლის მამაკაცი სუიციდის მიზნით გადმოხტა და გარდაიცალა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
"ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, რომ - "პაციენტი შემოიყვანეს დილით, დაახლოებით 8 საათზე. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, იყო სიმაღლიდან ვარდნა. შეფასდა სიტუაცია, აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები, იყო კომა, არასტაბილური ჰემოდინამიკა, განვითარდა გულის გაჩერების ეპიზოდი. ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები თუმცა გულის რითმის აღდგენა ვერ მოხერხდა და პაციენტი გარდაიცვალა".
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს,რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.