შემთხვევა რუსთავში მოხდა [photo]

2018-11-18 11:19:49

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წყალგამაცხელებელი აალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი  ბუნებრივი აირის მილს წაეკიდა. ბინაში მოხუცები იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიცია და სოკარის ავარიული სამსახურის ეკიპაჟები. მათ დროულად მოახდინეს ბუნებრივი აირის მილის გადაკეტვა და ცეცხლის ჩაქრობა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.