ქვემო ქართლის გუბერნიაში, საკონსულტაციოს საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტების პირველი პირები ესწრებოდნენ და მას გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი უძღვებოდა. საბჭოს წევრებმა რეგიონული განივითარების სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს, ისაუბრეს ქვემო ქართლის გუბერნიაში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 2018 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის ვერცერთმა მუნიციპალიტეტმა ვერ მოახერხა გამოყოფილი თანხის სრულად ათვისება.
ამ დროისთვის რეგ.ფონდიდან გამოყოფილი თანხის რამდენი პროცენტი არ არის ათვისებული: რუსთავი 58% ; ბოლნისი 73% ; გარდაბანი 53% ; დმანისი 100% ; თეთრიწყარო 75% ; მარნეული 67% ; წალკა 49%.
რუსთავის მუნიციპალიტეტში აცხადებენ რომ თანხის არ ათვისების მიზეზი იმ კომპანიების გამო მოხდა რომლებიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებენ, ვერ მოახერხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში სამუშაოების შესრულება, რის გამოც დაჯარიმდნენ.
უნდა აღინიშნოს რომ თანხის ათვისებისთვის მუნიციპალიტეტებს დრო წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ააქვთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ამინდი არ არის შესაბამისი უნდა ვივარაუდოთ რომ თანხის ათვისების პროცენტი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
"არის გარკვეული ჩამორჩენები, ამ ჩამორჩენებს ააქვს ობიექტური მიზეზები, აქვს სუბიექტური მიზეზებიც, ბუნებრივია რომ მაქსიმალურად ვეცდებით რომ დარჩენილ ვადაში მოვასწროთ სამუშაოების მოცულობების შეფასება, დაფიქსირება და გადარიცხვების განხორციელება, თუმცა აქ არის კიდევ ზედამხვედველ კომპანიასთან პრეტენზიები. ამ პრეტენზიებს ააქვს არსებობის უფლება, ეს არის საზედამხვედელო კომპანია რომელიც კონსოლიდირებულად არის შემოსული და მონიტორინგს უკეთებს მიმდინარე პროექტებს, ეს არის "ოპტიმალ+". მათთან ჩვენ შევაჯერებთ ყველა მუნიციპალიტეტიდან წამოსულ პრეტენზიებს, გარკვეული ანალიზის მერე, ეს იქნება ორშაბათს, სამშაბათს. ჩვენ მათთან გვექნება ძალიან კრიტიკული, ძალიან მკაცრი საუბარი, იმიტომ რომ არის ამის საფუძველი. ისინი აჭიანურებენ გარკვეულად, შეფასებას, მონიტორინგს და ამის გამო დაბრკოლებულია თანხების გადარიცხვა", - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.