„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

2018-11-16 18:20:35

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ნოემბერს 07:00-დან 09:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს:

რუსთავში მეგობრობის, ლეონიძის, მესხიშვილის, თოდრიას, თბილისის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.