ღონისძიება თეატრის ფოიეში

2018-11-16 18:15:37

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრის ფოიეში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ“-ის დამფუძნებელის ნინო გულუას ინიციატივით და ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რუსთავში მოქმედ შეზღუდული შესაძლებლობების დღის ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მოადგილე ნინო ქავთარაძე და საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატებთან პარლამენტში, გიორგი ბეგაძესა და პაატა მხეიძესთან ერთად დაესწრნენ.

 

ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს