სამწუხარო ფაქტების გამო, თითქმის ყველასთვისაა ცნობილი თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი აირის გაჟონვამ. საფრთხე არსებობს ორი ტიპის, გაჟონილი "გაზის" გამო შესაძლოა ადამიანი მოიწამლოს და გაიგუდოს, ასევე შეიძლება მოხდეს აფეთქება. ამიტომაც მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა, იმ მოწყობილობების შემოწმება და სწორი ექსპლუატაცია რაც იყენებს ბუნებრივ აირს.
როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების პირობები:
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, გაზის დანადგარების გაუმართაობით გამოწვეული უბედური შემთხვევები თავიდან ასაცილებლად მოსახლეობა საშუალება ეძლევა "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე 16 114- ზე დარეკონ და მათ მფლობელობაში არსებული გაზგაყვანილობისა და გაზის დანადგარების/მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა, კომპანიის თანამშრომლებს შეამოწმებინონ.
მომსახურება უფასოა, რაც შეეხება გაზდანადგარების შეკეთებას ამას კომპანია ვერ უზრუნველყოფს.