გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გარდაბნის რაიონის სოფლებს სართიჭალა, თელეთი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებს,
11:10-დან 19:00 საათამდე დმანისის რაიონის სოფლებს ზემო კარაბულახი, კიზილაჯლო, გედაგდაღი, ბაღჩალარი და მიმდებარე სოფლებს,
12:00-დან 17:00 საათამდე წალკას და წალკის რაიონის სოფლებს სამება, დარაკოვი, სანთა, ტბეთი და მიმდებარე სოფლებს,
18:30-დან 19:10 საათამდე მარნეულს წერეთლის, კოსტავას, ტაბიძის, ჯაფარიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.