გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია

2018-11-15 12:02:12

 თბილისი - ზემო ფონიჭალა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი.