ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდი ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გაარღვია წყალსაცავის ჯებირი და გადავარდა.
ადგილობრივები ყვებიან რომ ავტომობილს დაახლოებით 60 წლამდე მამაკაცი მართავდა.
"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს რომ ადგილზე იმყოფებიან მყვინთავები, მათ ურთულეს ლოკაციაზე უწევთ სამუშაოების შესრულება, ცუდი ხილვადობისა და გაყინული წყლის მიუხედავათ ისინი ჩავიდნენ წყალში. ასევე მიმდინაროებს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, იმ მიზნით რომ შესაძლოა მძღოლს მოესწრო მანქანიდან გადმოხტომა.