30 წლამდე მამაკაცი 10 წლამდე ბიჭებს უთვალთვალებს

2018-11-25 00:20:55

რუსთავში, მუსიკალური სკოლების, საჯარო სკოლების და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ადევნების და თვალთვალის კიდევ ერთი ფაქტი დაფისირდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცი 10 წლამდე ბიჭებს უთვალთვალებს, ცდილობს შეიტყუოს მოფარებულ ადგილებში და გარკვეული საჩუქრის სანაცვლოდ მოზარდებს ტანსაცმლის გახდას სთავაზობს. ერთერთი მშობლის ინფორმაციით, მისმა შვილმა მამაკაცს თავი გაქცევით დააღწია, მოზარდმა ფაქტის შესახებ ოჯახის წევრებს უამბო, მშოობლებმა კი პოლიციას მიმართეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ადევნებისა და თვალთვალის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცია შემჩნეული. უცნობი პირი მოზარდებს ცენტრალურ ქუჩებზეც უთვალთვალებს.