ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-14 17:59:22

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 11:00-დან 15:15 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1665 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, დაღეთი, აბრამეთი, გუდარეხი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თეთრწყაროში,

11:10-დან 19:00 საათამდე 11940 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, კარაბულახი, ბახჩალარი, უსეინქენდი და მიმდებარე სოფლებში,

14:00-დან 15:00 საათამდე 815 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, კუმისი, კრწანისი, ტაბახმელა და მიმდებარე სოფლებში,

15:35-დან 18:00 საათამდე 379 აბონენტს რუსთავში 1 მაისის, მშენებელთა, გოგებაშვილის, იოსებიძის, ოდიშარიას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.