რუსთავის მერის ინიციატივით, რუსთავის საჯარო სკოლების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო იარაღები და ნახეს თუ რა სახის საწვრთნელი პროგრამები არსებობს ცენტრში და გაეცნენ იმ ტექნოლოგიებს, რასაც ქართველი სამხედროები ფლობენ. ასევე მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ქართული სამხედრო მისიების შესახებ.
სკოლის მოსწავლეების სამხედრო თემით დაინტერესების იდეა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
14 ნოემბერს ცენტრში 21-ე და 22-ე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ხოლო 15 ნოემბერს ცენტრს 11-ე და 8-ე სკოლის მოსწავლეები ეწვევიან.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.