ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

2018-11-13 13:35:55

ქარელში, სოფელ შაქშაქეთში, ხანძარს 50 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლის სახურავი -120 მ² ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 2 სახანძრო სამსახურის ეკიპაჟი.

50 წლამდე მამაკაცის ცხედარი, მეხანძრე მაშველების მიერ ხანძრის ქრობის პროცესში იქნა აღმოჩენილი.

ამდროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.