მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-11-13 09:32:09

13-15 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.

14-15 აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.

თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 13 ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 13 ნოემბერი +8°C, 14 ნოემბერი +8°C, 15 ნოემბერი +10°C, 16 ნოემბერი +11°C.