რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია 4-მა ადამიანმა მიიღო.
co-თი მოწამვლის ფაქტი VII მიკრორაიონაში დაფიქსირდა. მოწამლულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის 2 მოზარდია.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლულები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.