მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-11-10 23:49:50

12 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა ამინდი გაუარესდეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 11 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 ნოემბერს, დღის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იწვიმებს.

11–12 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16–21 გრადუსი იქნება. 12 ნოემბერს დღის ბოლოს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსვლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 20–25 მეტრი იქნება.

11 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 12–17 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ნოემბერს – 9–14 გრადუსი.

11 ნოემბერს, თბილისში 15 გრადუსი იქნება; 12 ნოემბერს – 12–13 გრადუსი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 11 ნოემბერი +17°C, 12 ნოემბერი +13°C, 13 ნოემბერი +11°C, 14 ნოემბერი +8°C.