მიიღებენ თუ არა დახმარებას პენსიონერები რუსთავში

2018-11-10 12:56:20

"ინფო რუსთავს" პენსიონერების ნაწილი დაუკავშირდა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.

მოხუცების თქმით მათ შეპირდნენ რომ მერიაში, მედიკამენტებისთვის შესაძენ თანხას გამოუყოფდნენ, ამისთვის კი სოციალურ სამსახურში ფორმა 100 უნდა წარედგინათ.

პენსიონერებმა ჯერ სამედიცინო დაწესებულებებს მიაშურეს შემდეგ კი მერიას, თუმცა გაწბილებულები აღმოჩდნენ, გაირკვა რომ სოციალური სამსახური მედიკამენტების შესაძენ თანხას დამატებით არ გასცემს.

"ინფო რუსთავი" რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს ნინო ქირიას დაუკავშირდა, მისი განცხადებით ირკვევა რომ - "გიდასტურებთ რომ ჩვენთან მართლა მოვიდა რამდენიმე პენსიონერი იმ მიზნით რომ დახმარება მიეღოთ, თუმცა დახმარების შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამჯერად დამატებით დახმარებას ვერ გავცემთ, ყველაფერი მიმდინარეობს გეგმიურად, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ ვიდრე არჩევნები არ დასრულდება არც გვაქვს იმის უფლება რომ მუხლობრივი ცვლილებები მოვახდინოთ და არც არის ამის საჭიროება. ვფიქრობ რომ ეს ინფორმაცია განგებ გავრცელდა და მიზნად ისახავს იმას რომ მეტი განაწყენებული იყოს. ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და ეს ყველაფერი ბუნებრივია არჩევნებს უკავშირდება".