მარნეულში, საიათნოვას ქუჩაზე ქორწილის ღამეს სახლი გაქურდეს. როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, გოგო გაათხოვა და ქორწილი 6 ნოემბერს გადაუხადა.
თანხა, რომელიც სტუმრებმა აჩუქეს, დაახლოებით 8 000 ლარი 7 ნოემბერს, იმ ღამით მოიპარეს, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა და ყველა მეორე ქორწილში იყო წასული (ბიჭის მხარე იხდიდა ქორწილს).
სახლში მოსულებს ოთახები არეული, საყოფაცხოვრებო ნივთბი გადმოყრილი და ფანჯარა გატეხლი დახვდათ. ფულს სახლში საძინებელ ოთახში ინახავდნენ. გარდა ქორწილიდან შემოსული თანხისა, მძარცველებმა სტუმრების ჩანთებიდანაც წაიღეს ფული.
ადგილზე იმყოფებოდა ექსპერტ-კრიმინალისტები და ანაბეჭდები აიღეს. როგორც შსს-ში განაცხადეს,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წყარო: marneulifm.ge