ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, 35 წლის ქალს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.