"ეფერებოდა, ჩქმეტდა"

2018-11-09 15:39:44

ბათუმში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 55 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მუნიციპალურ ავტობუსში 12 წლის გოგონას სექსუალური შევიწროება სცადა. გოგონა მუნიციპალური ავტობუსით თანატოლებთან ერთად სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა. მამაკაცმა მოზარდს დაუწყო ხელების ფათური, ფაქტს მისი კლასელებიც შეესწრნენ. მოზარდმა დახმარებისთვის ავტობუსში მყოფებს მიმართა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა ავტობუსიდან გაქცევა მოასწრო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.