რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, ფონიჭალის მონაკვეთზე, გზაზე მოძრავ "მერსედესის" მარკის მინივენის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანა მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.