რუსთავში კოსტავას ქუჩის ნაწილი გადაკეტილია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ერთერთი ცენტრალური ქუჩის ნაწილის გადაკეტვის მიზეზი ხეების გადაბელვის პროცესია, რომელსაც "რუსთავსრვის ცენტრი" ახორციელებს.
ხეების მოჭრას, დამორვასა და ტრანსპორტირებას ამავე სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.