რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.
ადგილობრივები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქუჩაზე არ არის დამონტაჟებული გარე განათების სისტემა. ამის შედეგად საღამოს საათებში გარეთ გასვლა შეუძლებელია, ვინაიდან ქუჩები სრულიად ჩაბნელებულია. მათივე თქმით, რეაბილიტაციას საჭიროებს ასევე გზები და საცხოვრებელი შენობები.
გარდა ამ პრობლემებისა, მოსახლეობა ითხოვს, რომ ჭყონდიდელის დასახლებაში საპატრულო პოლიცია აქტიურად პატრულირებდეს, რადგან ბოლო პერიოდში გავრცელებული ადევნებისა და თვალთვალის ფაქტის შემდეგ, მოსახლეობას ეშინია მშვიდად გადაადგილების.