გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2779 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, თელეთი, წყალმშენის დაჩები, გეოლოგები და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 19:30 საათამდე 13713 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ნაგორნაია, ტაზამახალა, შახტოსტროი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულში,
11:00-დან 15:00 საათამდე 107 აბონენტს რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, სტამბულის ბაზრის, ბალანჩივაძის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:10-დან 19:00 საათამდე 3454 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კიზილაჯლო, მამიშლარი, უსეინქენდი, ოროზმანი, ანგრევანი და მიმდებარე სოფელბში,
11:30-დან 18:00 საათამდე 5372 აბონენტს ბოლნისნისის რაიონის სოფლებში ტანძია, იწრია, ტალავერი, ნახიდური, სამწვერისი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 15:00 საათამდე 1100 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში ავრანლო, ხანდო, აიაზმა, რეხა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.