2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად საზოგადოების ნაწილი რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს.
"არა ნაციზმს"- ამ სახელწოდების აქცია ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წინა ხელისუფლების მმართველობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დღეს, მათ მიერ მოპოვებული თავისუფლების დაკარგვის საფრთხე არსებობს.
რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, შეუერთდნენ, რომლებიც დღეს რუსთაველის თეატრში შეიკრიბნენ და 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.