საჩუქარი ახალდაქორწინებულებს

2018-11-05 11:38:21

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, ქორწინების მოწმობასთან ერთად გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო.

იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს" – ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს.

"ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.

გარდა ამისა,  რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ.

ქორწინების საზეიმო ცერემონიისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა, რომელმაც სარიტუალო მოთხოვნების გათვალისწინებით სამოსის რამდენიმე ვერსია შექმნა.