მარნეულში "ევროპის დღე 2018" აღინიშნა.
ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
ვიზიტორებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ჩართულიყვნენ ინფორმაციულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში და ევროკავშირში ემოგზაურათ. ღონისიძიება ასევე, დატვირთული იყო საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით. მოეწყო კულტურული წარმოდგენები, სპორტული თამაშები და გათამაშდა პრიზები.
სტუმრები ასევე გაეცნენ ევროკავშირის ისტორიას და მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გახსნა. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე ისაუბრა.