"მისი ყველა სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია" - აღნიშნულის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პატრიარქს შეხვდნენ.
"უწმინდეს ძალიან აინტერესებდა რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია გვადევს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე. მისი თხოვნა იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასდროს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, არასდროს არ უნდა იყოს დატერორების და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, როგორც ეს ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში ხდება. ოპოზიცია აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე განცხადებით საუბარი ასევე შეეხებოდა არჩევნების პირველ ტურს "ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ - ერმა და ბერმა მოიპოვა. საქმე ეხება იმ "ბოდვით კანონპროექტს", რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა და, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ჩვენს ხელისუფლებას კი ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ეს ბრძოლა აუცილებლად გასაგრძელებელია, იმიტომ რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, 500%-იან მოგებაზე უარს ტყვის" -განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"პრეზიდენტობის კანდიდატმა.