"დღეს დილით, დაახლოებით 09:30 საათზე გომი-აგარას გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები.
„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (#685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ბოდიშს უხდის", - საქართველოს რკინიგზა.